GOODWEB-ის შესახებ
Goodweb -  ეს არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და შექმნილია ტექნოლოგიის სფეროში წარმატებით მოღვაწე 10 წლის გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.

Goodweb-ის პლათფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს თუ ბიზნესს შექმნას პროფესიონალური ბიზნეს ვებგვერდი ან ინტერნეტ მაღაზია სწრაფად და მარტივად, მინიმალური დანახარჯებით.

მომსახურებაში თავმოყრილია ვებგვერდის  ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ელემენტი, როგორიცაა:
- ვებ დიზაინის და ფუნქციონალის მრავალფეროვანი არჩევანი
- პროგრამული უზრუნველყოფა
- ტექნიკური მხარდაჭერა
- ქართულ ენოვანი სამართავი პანელი
- ვებ სივრცე და კორპორატიული ელ-ფოსტა
- სისტემური და ფუნქციონალური განახლება

Goodweb-ის მომსახურება პაკეტებშია თავმოყრილი და სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველთვიური გადახდის პრინციპით.

სერვისით სარგებლობისთვის:
1.    გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე;
2.    ავტომატურად ჩაგერთვებათ DEMO (სადემონსტრაციო) რეჟიმი;
3.    აირჩიეთ სასურველი დიზაინი და ჩართეთ საჭირო ფუნქციონალი;
4.    ატვირთეთ ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალა საჭიროებისამებრ;
5.    დაუკავშირეთ თქვენს მიერ შერჩეული დომენი ვებგვერდს;
6.    გადაიხადეთ სერვისის თვიური საფასური თქვენს კაბინეტში დაგენერირებული ინვოისის საფუძველზე;
7.    დაიწყეთ თქვენი ვებგვერდის რეალურ რეჟიმში გამოყენება...

სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი ტექნოლოგიური გარემოდან გამომდინარე, Goodweb-ის გუნდი მუდმივად ავითარებს სისტემას, რათა მომხმარებლებს შეუქმნას კონფორტული, ცვლილებებისადმი ადაპტური და დაცული გარემო.


Warning: file_put_contents(): Only 0 of 184 bytes written, possibly out of free disk space in /var/www/clients/client7/web7/web/libraries/errorhandler/errorlog.php on line 15

Warning: file_put_contents(): Only 0 of 289 bytes written, possibly out of free disk space in /var/www/clients/client7/web7/web/libraries/errorhandler/errorlog.php on line 15